ეკატერინე ტიკარაძე აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე: ვთვლი, რომ ძალიან გონივრულია – რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ

Read Time:38 Second

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია , – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით ეკლესიის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანი პარიზში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე იჭიდავებს
Next post შალვა ოგბაიძე: ეს იყო ჩემი ოჯახის ,,თავგადასავალი” მიშას აღმშენებლობის პერიოდში – თურმე ტელეეკრანიდან ადევნებდაო თვალს…