ეკატერინე დგებუაძე: მტკივნეულია, როდესაც ისეთ კრიტიკულ შენიშვნებს ისმენ, რომელსაც სისტემა არ იმსახურებს

Read Time:42 Second

სამწუხაროა და ხანდახან მტკივნეულიც, როდესაც ისეთ კრიტიკულ შენიშვნებს ისმენ, რომელსაც სისტემა არ იმსახურებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„რას ნიშნავს არ გაითვალისწინეს თითოეული მოსწავლის საჭიროება?!, მაშინ გვითხრან რა ნაწილში არ გაითვალისწინა განათლების სამინისტრომ თითოეული ბავშვის უფლება. ავიღოთ თუნდაც ის, რომ როდესაც სრულად დაიკეტა სკოლები და სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, ჩვენ თითოეული მოსწავლის საჭიროება გავითვალისწინეთ, იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ საჭიროების და ინდივიდუალური მიდგომები გამოვიყენეთ.

როდესაც ყველაფერი დახურული იყო, ამ შემთხვევაში ერთადერთი დაშვება გავაკეთეთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, როდესაც რესურსოთახები გავხსენით და სპეც მასწავლებლებიც რისკის ქვეშ დავაყენეთ, იმიტომ რომ ამ ბავშვებისთვის ყველაზე სენსიტიური იყო სახლში ჯდომა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ თითოეული ბავშვის საჭიროება დაგვენახა.

ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით განსხვავებული რეგულაციები შემუშავდა. ამ მიმართულებით ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე აბსოლუტურად შეიცვალა დასუფთავების წესები. ზაფხულის პერიოდში გამოვიყენეთ, როდესაც 800 სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია მოხდა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: გასაცოდავებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომ მიშას იქით გზა არ აქვთ
Next post მამუკა მდინარაძე: როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს