მამუკა მდინარაძე: როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს

Read Time:33 Second

„როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს.

„ისე მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაო ბას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს. მით უმეტეს მათ ტელევიზიებში, მათთვისვე ძალიან სასურველი „ვორდინგით“… – წერს მამუკა მდინარაძე.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – ეს განცხადება დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე დგებუაძე: მტკივნეულია, როდესაც ისეთ კრიტიკულ შენიშვნებს ისმენ, რომელსაც სისტემა არ იმსახურებს
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა