ევროსაბჭო საქართველოში ახალ, 600 000-ევროიან პროექტს იწყებს

Read Time:51 Second

ევროპის საბჭომ საქართველოში ახალი, 600 000-ევროიანი პროექტი „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოში ევროსაბჭოს ოფისი ავრცელებს.

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს პროექტის მმართველმა კომიტეტმა ჩაატარა პირველი შეხვედრა პროექტის სამუშაო გეგმის განსახილველად. გეგმა მოიცავს პროექტის სრულ პერიოდს და ემყარება პროექტის პარტნიორებისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს.

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ევროპის საბჭოს პროექტი „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში არსებული მაღალი მობილობის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს ურჩევს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
Next post თენგიზ ცერცვაძე: კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მიიღონ ყველა პაციენტი, ვინც ამას საჭიროებს