ევროკავშირმა და „ასტრაზენეკამ“ შეთანხმებას მიაღწიეს

Read Time:24 Second

ევროპის კავშირი და ბრიტანულ-შვედური მწარმოებელი „ასტრაზენეკა“ შეთანხმდნენ, რომ კომპანია ევროკავშირს მიაწვდის ვაქცინის 200 მილიონ დოზას, რომელსაც 2021 წლის დასაწყისში, კონტრაქტით დაჰპიდა, – ამის შესახებ BBC წერს.

აღნიშნული გარიგება დაასრულებს ბელგიაში მიმდინარე სასამართლო განხილვებს, რომელიც ევროკავშირმა კომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო.

2021 წლის დასაწყისში, ევროპული კომისიის არაერთმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „ასტრაზენეკა“ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა და გაერთიანებას დაპირებული დოზებით არ ამარაგებდა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, კომპანია ევროკავშირს 200 მილიონ დოზას 2022 წლის მარტამდე მიაწვდის.

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% უკვე ორი დოზითაა ვაქცინირებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი – პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა
Next post “ქართული ოცნების” ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს