ვახტანგ მეგრელიშვილი – პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

Read Time:52 Second

პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა, რაც მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება, იგრძნობს პასუხისმგებლობას ჩაშლილი პროცესზე, რომელიც არ იქნება კარგი ჩანაწერი ევროკავშირის პრეზიდენტის ბიოგრაფიაში.

„საქართველოში ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან და ზუსტად ამიტომ გვიკვირს, რომ ეს არადამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელი რაღაც მომენტში არასტანდარტულად იქცევა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სესხის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯარო გახდებოდა, ოპოზიცია შეკრებილი ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობაში და იქ ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება დიდად არ მომაქციეთ. რეალურად, საქართველოს მთავრობას სესხზე უარი არ უთქვამს, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი „გაპრავება“ მოიფიქრა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ ზრდა აქვს და უარი თქვა 300 მილიონზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში – 80-90 წელი – 60 წლის ზევით მოქალაქეებს ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ
Next post ევროკავშირმა და „ასტრაზენეკამ“ შეთანხმებას მიაღწიეს