დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს

Read Time:25 Second

საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმ საქმეზე უნდა გაიმართოს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე არ გამოცხადდა. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. ადვოკატისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხდომას. შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა აქვს.

„პრინციპში, მას საქართველოში დაბრუნებას, საქართველოში შემოსვლას ედავებიან, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ საქმის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა, როგორც ეს, თავის დროზე, პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა. გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ. ვფიქრობ, ეს სასამართლოს საქმის მრავალმხრივად გამოკვლევაში დაეხმარება“, – აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰანს კლუგე „ომიკრონის“ გავრცელებაზე: ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: პირბადე და აცრა – მხოლოდ ამ ორით შეგვიძლია ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება შევაკავოთ