ჰანს კლუგე „ომიკრონის“ გავრცელებაზე: ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ

Read Time:24 Second

„ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ევროპის სახელმწიფოები გააფრთხილა, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის მოემზადონ და გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოყენება ურჩია.

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, სულ მცირე, 38 ქვეყანაში გამოვლინდა და უკვე დომინანტურია რამდენიმე მათგანში, მათ შორის დანიაში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ. კვირების განმავლობაში, „ომიკრონი“ ევროპის რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში დომინანტური გახდება, რაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო დააწვება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია: შემოძლია, დავადასტურო, რომ 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას, ბევრი კიდევ შემოუერთება პროტესტს
Next post დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს