0 0
Read Time:33 Second

დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა…

მუდამ ჩვენ გულებში!

1988-2010

დღეს, 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული სიკვდილიდან 10 წელი გავიდა.

2010 წელს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ვანკუვერის ქართული დიასპორა ქალაქის ერთ-ერთ პარკში ქუმარიტაშვილის მემორიალური სკამის დადგმას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის მერიისგან ნებართვა უკვე აღებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები