„ყოჩებმა“ 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო

Read Time:46 Second

რაგბიში დიდი 10-ის წლის პირველი შეხვედრა ავჭალაში ჩატარდა. ეროვნულ ჩემპიონატში ზამთრის შესვენების შემდეგ, მე-12 ტურის სასტარტო შეხვედრაში ბოლნისის „ყოჩებმა“ „იუნკერებს“ უმასპინძლა და მეტოქე 22:10 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ლელოები ირაკლი გეგენავამ და გიორგი ტყეშელიაძემ გაიტანეს. ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად თემურ სოხაძემ შეასრულა. მასპინძლებმა საწყის 40 წუთში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხეს.

შესვენების შემდეგ, 58-ე წუთზე, კიდევ ერთი ლელო ბოლნისელებმა დადეს: თავი ლევან გოგოლაშვილმა გამოიჩინა. მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე „იუნკერებმა“ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. ნიკოლოზ მარჯანიშვილის გატანილი ლელოსა და დიტო კიკნაძის გარდასახვის შემდგეგ, „ყოჩებმა“ ბონუს ქულა დაკარგეს.

საბოლოოდ ვიქტორ დიდებულიძის გუნდმა 22:10 მოიგო და სატურნირო ცხრილში 17 ქულით ბოლო პოზიციიდან მე-7-ე ადგილზე გადაინაცვლა. „იუნკერები“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა. დიდი 10-ის მე-12 ტურის სხვა მატჩები 15 და 16 თებერვალს ჩატარდება.

15 თებერვალი

14:00 ბათუმი-აკადემია (ბათუმი)

16:00 არმაზი-ლელო (შევარდენი)

16 თებერვალი

14:00 ხარებუ-ჯიქები (რუსთავი)

16:00 ლოკომოტივი-აია (ხვამლი)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას
Next post რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა