დღეს მსოფლიოს ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება

Read Time:37 Second

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის, „დედამიწის საათი“-ს ფარგლებში დღეს, ისევე როგორც ყოველ წელს ამ დროს, მილიონობით ადამიანი აქრობს სინათლეს ერთი საათით. ასევე, მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და სხვადასხვა ორგანიზაციები. ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავს მიზნად.

ამ დღეს ყოველწლიურად, ერთი საათით მსოფლიოს გარშემო იკრიბება მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება.

წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.

„დედამიწის საათი“ დღეს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმირ ტიმოშკოვი: სკრიპალმა უარყო ორმაგი აგენტობა
Next post ირმა ინაშვილი – ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ვიპოვით და ადეკვატურ პასუხს გავცემთ