დღეს ევროპის საბჭოში განიხილავენ ანგარიშს “კონფლიქტი საქართველოში”

Read Time:41 Second

2018 წლის 18 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში.” ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. სხდომაზე გაკეთდება ევროკავშირისა და სუამის სახელით განცხადებები.

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ილაპარაკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რაც განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გახარია: ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ
Next post თამარ ჩუგოშვილი – გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში