დღეიდან თბილისსა და იმერეთში კვებისა და გასართობი ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებს

Read Time:24 Second

დღეიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში კვებისა და გასართობი ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებს. შეზღუდვის დაწესება იმან განაპირობა, რომ აჭარის მსგავსად, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, პირველ სამეულში სწორედ დედაქალაქი და იმერეთის რეგიონია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მთავარი მიზანია, კოვიდკრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს ისე, რომ ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს. ამიტომ მთავრობის ძირითადი სტრატეგია ახლა, მხოლოდ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვებია. გიორგი გახარიას თქმით, რესტორნებთან და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს. შეზღუდვა კი იმოქმედებს ვიდრე დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათი არ გაუმჯობესდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა