მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?

Read Time:36 Second

„თქვენ დროს 1 150 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს იყო 30%. ხოლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 19, 5 %-მდე შემცირდა მსოფლიო ბანკის მონაცემით. თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?“ – მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს. მან ასევე ისაუბრა სამომავლოდ სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე. „ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შევქმნით 200 000 სამუშაო ადგილს და დამატებით უფრო მეტს, ვიდრე ბოლო 8 წლის განმავლობაში, რადგან სტარტი, დინამიკა და ინერცია ასეთია. ჩვენ შევქმენით 200 000-ზე მეტი ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში 2013 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ ეს სამუშაო ადგილები ნამდვილად შეიქმნება. წინა წლებთან შედარებით, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტტურული პროექტი განხორციელდა ამ ქვეყანაში“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის
Next post დღეიდან თბილისსა და იმერეთში კვებისა და გასართობი ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებს