საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა

Read Time:36 Second

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამიანს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვლილთა რაოდენობას 11 დაემატა და სულ ეს რიცხვი 124-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 7 613-ს შეადგენს.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა. კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან თბილისსა და იმერეთში კვებისა და გასართობი ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებს
Next post ევროკავშირმა და საქართველომ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს