დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა [ვიდეო]

Read Time:39 Second

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.

დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ზამბახიძემ კი მადლობა გადაუხადა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობით საქართველოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვითარდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს“, – მიმართა ნინო ზამბახიძემ დონალდ ტრამპს.

„მადლობა, მე ამას ვაფასებ“, – უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: ქალის ტვინი კაცისაზე 3 წლით ახალგაზრდაა
Next post გურამ დოჩანაშვილი: „უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!“