გურამ დოჩანაშვილი: „უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!“

Read Time:27 Second

ქეთევან სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს ამბავს, რომელიც გურანდა გაბუნიას დაკრძალვაზე მისულს გადახდა, ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად.

გთავაზობთ ქეთევან სადღობელაშვილის სტატუსს:

„დღეს დაკრძალვაზე შემხვდა გურამ დოჩანაშვილი. ის იყო, საუბარი წამოვიწყეთ, რო ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა, თეთრი ცელოფნის პარკით ხელში.

რა ხდებააა??? – შეშფოთებით გვეკითხება.

რა უნდა ხდებოდეს – კითხვას ვუბრუნებ.

რატომაა ამდენი ხალხიი??

დაკრძალვაა – ვპასუხობ.

ვისი დაკრძალვაა – უფრო შეშფოთებით მეკითხება. დოჩანა გაკვირვებული უყურებს გოგოს. მე ვიბნევი. რო ვუთხრა, მაინც არ იცნობს, მაგრამ ისე დაჟინებით მაცქერდება, რო ახვლედიანების ოჯახიდანაა-მეთქი, ვბორჯღიალობ.

დოჩანა ცდილობს, მომეხმაროს და გოგოს ეკითხება:

უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!

მთელი დღეა, სულელივით ვიცინი“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა [ვიდეო]
Next post შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ქალბატონი დავაკავეს