დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები

Read Time:30 Second

ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ვირუსი აზიანებს არამხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, არამედ ის საკმაოდ მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკას.

„კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ საჭიროება არ გახდეს საყოველთაო კარანტინის, საყოველთაო იზოლაციის შემოღების, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები. ყველა ინიციატივა იქნება განხილვის საგანი, მაგრამ თუ მასში დევს ჭარბად პოლიტიკური შემადგენელი და არა შედეგი, ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში მომხდარი ფაქტი მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს
Next post “ხელშეკრულება ანულირებულია” – საქართველო 215,000 სწრაფ ტესტს უხარისხობის გამო აღარ შეიძენს