“ხელშეკრულება ანულირებულია” – საქართველო 215,000 სწრაფ ტესტს უხარისხობის გამო აღარ შეიძენს

Read Time:37 Second

“ხელშეკრულება ანულირებულია,”- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან სწრაფი ტესტების შეძენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.

ამასთან ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ფართო ტესტირება დაიწყებოდა, ამ ტესტების ხარისხი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის ამ დრომდე არ აქვს მიღებული ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რათა აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს.

საელჩოს ეს განცხადება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია.

23 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება სწორედ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება $1,182,500 დოლარი იყო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები
Next post ლუკ კოფი – ევროპას საფუძვლიანი ინტერესი გააჩნია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, დაცულობისა და კეთილდღეობის მიმართ