გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში მომხდარი ფაქტი მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს

Read Time:30 Second
„ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია, ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს ერთმანეთს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განააცხადა.
„როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც ორასი, სამასი ადამიანი იკრიბება და გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე აწყობს ზედახორას, რა საკვირველია სამართალდამცველების საქმიანობა საკმაოდ რთულდება.
სწორედ ეს იყო მიზანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვებოდა და თავის მიზანს ვერ მიაღწიეს იმდენად, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პროცესებს აანალიზებ, არ არის ის, რაზედაც სააკაშვილი მოგვითხრობდა – რომ კულტურა თითქოს მან შემოიტანა საქართველოში. აღარ არის ეს დრო. პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო, ამავე დროს უშედეგობისთვის განწირული“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალტა უცხოთში მცხოვრებ თანამემეულე ბიზნესმენებს მიმართავს
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები