დიმიტრი ხუნდაძე – ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება – ბევრ სიახლეს ვაჩვენებ

Read Time:53 Second

ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით კომფორტულად მომსახურება, მცხეთაში ძალიან ბევრ სიახლეს ვაჩვენებ, ვპირდები ეს მათთვისაც გასაკვირი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან მცხეთაში, მის ბიუროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გუშინ გამართულ აქციას და კონტრაქციას და განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია და აურზაურს არავინ დაუშვებს. ხუნდაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთი ჯგუფი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს.

„სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს კონსტიტუციური წესრიგი დამყარებული, არავინ დაუშვებს აურზაურს. თუმცა, ერთი ჯგუფი ოპოზიციონერი წარმომადგენლების წინა ხაზზე გამოსული ახალგაზრდების, საკმაოდ აგრესიულად იქცევა. ესტუმრნენ მცხეთას და ქმნიან იქ აჟიოტაჟს. მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მსგავსი სცენის დადგმას აპირებენ დღესაც მცხეთაში. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, უარი თქვან ძალადობაზე. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ და დღესაც აპირებენ სტუმრობას, შემიძლია შევთავაზო ერთი რამ, საკუთარი ტრანსპორტით მოვემსახურო კომფორტულად და ვაჩვენებ მცხეთაში ძალიან ბევრ სიახლეს, ვპირდები ეს მათთვისაც გასაკვირი იქნება, კარგი გაგებით, თუ ისურვებენ, რომ ეს დაინახონ.

ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. მინდა უფროსებს მოვუწოდო და თუნდაც მოვთხოვოთ, რომ ახალგაზრდებს ნუ აქეზებენ, რომ საკუთარ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მათ ზურგს უკან ნახონ სარგებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს
Next post სერგი კაპანაძე ხელისუფლებას – ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დავდექით და საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი მოვამზადეთ, ახლა ჯერი თქვენზეა