გიორგი გახარია – არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს

Read Time:48 Second

ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობასაც დაეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ახალგაზრდები ჩაითრიონ.

„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე – ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე – კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და პოლიტიკურად მომგებიან შეფასებას.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები კი არის ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს არავის, რომ ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობასაც დაეკისრება დამრღვევს“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება – ბევრ სიახლეს ვაჩვენებ