სერგი კაპანაძე ხელისუფლებას – ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დავდექით და საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი მოვამზადეთ, ახლა ჯერი თქვენზეა

Read Time:1 Minute, 32 Second

ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დავდექით და ეს კანონპროექტი მოვამზადეთ. ახლა ჯერი თქვენზეა, რომ ჩაერთოთ დიალოგში, რათა ეს ყველაფერი მივიღოთ ერთად და მერე გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, – ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებს ახლა უპრეცედენტო ერთობა აქვთ და ყველამ ერთად, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

„ამ საკითხზე ოპოზიუციურ ძალებს უპრეცედენტო ერთობა აქვთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ერთობლივად, ყველა ოპოზიციური ძალის მიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, ეს არის ის კანონპროექტი, ის დოკუმენტი, ის საერთაშორისო ხედვა, რომელსაც შეუძლია ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანოს. ახლა ბურთი „ოცნების“ მოედანზე არის, არა მარტო ამ ნაწილში, როცა მათი მხრიდან ჩართულობა, მათი მხრიდან დიალოგი არის საჭირო. ასევე ბურთი არის მათ მოედანზე, როცა საქმე ეხება იმას, რაც დღეს ქუჩებში ხდება, იმ ძალადობას, რომელიც ინსპირირებულია პირდაპირ „ოცნების“ მხრიდან, რაც ჩვენ ვნახეთ ქუთაისში, მცხეთაში, გუშინ თბილისში და რაც ჩვენ შეიძლება დღეს ვნახოთ ზუგდიდში და სხვა ადგილებში, ანუ ბურთი ყველა მოედანზე არის მათ მხარეს და ამიტომ მათ კეთილი უნდა ინებონ და თუკი ოდნავ რამე საღი აზრი შერჩათ, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. თუკი, სხვა გზას აირჩევენ და სხვა გზა გადის დიალოგზე უარის თქმაზე და სხვა გზა გადის მომდევნო ძალადობაზე, მაშინ შეიყვანენ ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი იქნება მათთის ძალიან ცუდი. ეს არავის გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ აქედან ნორმალური პოლიტიკური გამოსავალი ვიპოვოთ. ამ ხნის განმავლობაში კეთდებოდა განცხადება, რომ მოდელი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას, მაგრამ არც გააგზავნის „ოცნება“ რომ შეამოწმოს შეესაბამება თუ არა, ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან, რომ არ შეესაბამება. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ არ აპირებენ ვენეციიის კომისიას ჰკითხონ, რადგან როგორც ჩანს, დარწმუნებული არ არიან, რომ არ შეესაბამება.

ეს არის მომზადებული კანონპროექტი, ეს არის მიმართვა, რომელიც დღეს სახალხო დამცველის მიმართ გაკეთდება. დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ხვალ, ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მოხდება და შემდეგ უკვე პარლამენტში მუშაობა დაიწყება“, – განაცხადა კაპანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება – ბევრ სიახლეს ვაჩვენებ
Next post ვახტანგ ხმალაძე – ხელისუფლებას მოუწევს აღიარება, რომ საარჩევნო სისტემაზე ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება კონსტიტუციას