დილის მონაცემებით, კარანტინში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი 31 პაციენტი იმყოფება

Read Time:1 Minute, 9 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, საკარანტინო დაწესებულებებში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი 31 პაციენტი იმყოფება.

აქედან, 23 ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი – ქუთაისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში.

„დღეს დილისთვის უკვე აღებულია და ლუგარში გაგზავნილია ცხრა სინჯი, რვა ინფექციურიდან  და ერთი ქუთაისიდან. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში მთელი დღის განმავლობაში შევიდა 31 სინჯი. ხუთი გახლდათ იმერეთიდან, 26 ინფექციურიდან. 31 სინჯიდან ორი გახლდათ განმეორებითი, ანუ დადებითი პასუხი პირველი პაციენტების. განმეორდა სინჯები და ლაბორატორიულად ისინი ისევ არიან ვირუსით ინფიცირებული“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საერთო ჯამში, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვრის ბოლოდან მოყოლებული დღემდე, კორონავირუსის 252 შესაძლო შემთხვევიდან ინფექცია მხოლოდ ოთხ პაციენტში დადასტურდა.

რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულ პაციენტს, გამყრელიძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობს მისი კლინიკური მართვა.

„ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში სიმპტომების გარეშე. შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თვითონ მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ოთხი შემთხვევიდან ორში გვაქვს ირანში მოგზაურობის, ორში კი იტალიაში მოგზაურობის ისტორია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.

გამყრელიძის განმარტებით, მეოთხე შემთხვევა კლინიკურად უფრო საყურადღებოა.

„მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები, მკურნალობა, ავადმყოფზე დაკვირვება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინაროებს კონტაქტების მოძიება, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან.

„გაფართოებული ეპიდკვლევის, ანუ კონტაქტების კვლევის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული, მათ შორის 15 თვითმფრინავის კონტაქტი და მიმდინარეობს კონტაქტირებულ ადამიანთა ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ “ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პირველი ოპერაცია ჩაატარა
Next post საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა