დიეტოლოგები: ნახევარფაბრიკატები ასუქებს

Read Time:45 Second

„ლაბორატიული კვლევით დამტკიცდა: საკვები, რომელიც ძლიერად მუშავდება, დიდი რაოდენობით კალორიის მოხმარებას უწყობს ხელს”- ამის შესახებ შესახებ Der Standard-ი წერს.

როგორც ავსტრიული გამოცემის ჟურნალისტი წერს, მსოფლიოში 1975 წლიდან დღემდე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჭარბწონიანობას განიცდიან, 3-ჯერ გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი კვების ჩვევებია. კერძოდ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ან დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სასმელის მიღება.

ექსპერიმენტის ფარგლებში ამერიკელმა დიეტოლოგებმა ნახავერფაბრიკატების მოხმარების სტატისტიკა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ასეთი საკვები ადამიანს აიძულებს უფრო მეტი ჭამოს.

კვლევაში 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც 4 კვირის განმავლობაში ლაბორატორიაში ცხოვრობდნენ და იკვებებოდნენ.

პირველი 2 კვირის განმავლობაში ჯგუფის ერთი ნაწილი ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდა, მეორე 2 კვირა კი ახალმომზადებული საკვებით. მეორე ჯგუფს კი პირიქით, ჯერ ახალმომზადებული საკვებით, შემდეგ კი ნახევარფაბრიკატებით.

„ორივე შემთვევაში საკვები კალორიების რაოდენობით, ცხიმების, შაქრის, მარილისა და მაკროელემენტების შემცველობით ერთნაირი იყო, თუმცა განსხვავებულ მადას იწვევდა: ჯგუფის წევრები, რომლებიც ნახევრფაბრიკატებს მიირთმევდნენ, დღეში საშუალოდ 508 კალორიით მეტს მოიხმარდნენ და 2 კვირის შემდეგ წონაში 1 კილოგრამი მოიმატეს”- წერია სტატიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართველი ემიგრანტის გაყინული სხეული ტბაში იპოვეს – ტრაგედია იტალიაში
Next post დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება