„დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის

Read Time:1 Minute, 18 Second

„დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შედეგად მიღებულ განცხადებაში.

კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა 2023 წლის იანვარში იგეგმება.

„ამ პლატფორმის საშუალებით, ჩვენ განვახორციელებთ არსებული მექანიზმების კოორდინაციას მოკლევადიანი და გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირება, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის სასწრაფო სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებაზე ფოკუსით.

დიდი შვიდეულის ლიდერები გმობენ რუსეთის დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მათი შეფასებით, არის სამხედრო დანაშაული და მზადყოფნას გამოთქვამენ, დაეხმარონ უკრაინას დაზიანებული ობიექტების აღდგენაში.

„სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეებისთვის დაუსჯელობა არ უნდა იყოს. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის „უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას“ და აღნიშნავენ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„რუსეთის აგრესიის ომი უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულებები, რომ რუსეთი მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულება უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მოვესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის სამართლიანი მშვიდობის ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, ისინი შეინარჩუნებენ და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, ასევე მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ამ შეზღუდვებს. „დიდი შვიდეული“ ასევე გააგრძელებს იმ მოწყვლადი ქვეყნების დაცვას, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიის, ომისა და მის მიერ ენერგეტიკისა და სურსათის იარაღად გამოყენების შედეგად.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე ადასტურებენ თავიანთ განზრახვას, ეტაპობრივად უარი თქვან რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, დახმარება 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში კი, 30 000 ლარი იქნება
Next post ჯო ბაიდენი – აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას