დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა-ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს

Read Time:55 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“.

დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად, 1 000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

„დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის პირველი იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1 000 ლარს შეადგენდა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი – სანქციებთან დაკავშირებით შეჩერდა ათასზე მეტია ოპერაცია, მათ შორის იყო ევროკავშირიდან წამოსულ საქონელი, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსული საქონელი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის ქვეყნებში
Next post გოგა ხაინდრავა: „შაბათის ეთერი“ ჩვენ „პარტნიორებს“ ატყობინებენ, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში ეხმარება