გოგა ხაინდრავა: „შაბათის ეთერი“ ჩვენ „პარტნიორებს“ ატყობინებენ, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში ეხმარება

Read Time:30 Second

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ექსკლუზიურ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმად „შაბათის ეთერმა“ რუსეთის ერთიანი რეესტრიდან 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსული კორპორაციის, „სამეცნიერო საწარმოო კონცერნი – სოხუვოს მოიერიშეების“ აქციების 20%-ის მფლობელი, ქართული საწარმო „თბილავიამშენია“.

აღნიშნული სიუჟეტის საფუძველზე გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „ტვ პირველის“ წამყვანი ჟურნალისტები და მათი დამფუძნებლები საქართველოს „პარტნიორებს“ ატყობინებენ, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში ეხმარება, რასაც ხაინდრავა ცილისწამებას უწოდებს.

„შაბათის ეთერი“ – ანუ კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ჩვენ „პარტნიორებს“ ატყობინებენ რომ: საქართველო! არ მეშლება, სრულიად საქართველო! რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა-ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს
Next post ვიდეო: „ჭირიმე შენი… მოგაჭამ მაგ ცხვირს“ – ნანუკამ პატარა თურქი მსახიობი ქართულად აალაპარაკა