დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება

Read Time:21 Second

სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მოიხსნა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით კვლავაც ძალაში რჩება.

„აკრძალვა მოიხსნება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამ შეზღუდვას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების აზრი ჩვენთვის ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო ხვალ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს
Next post ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სააკაშვილი დარბის ქართულ და უკრაინულ ტელევიზიებში, ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა, ჯერ-ჯერობით ამით არის დაკავებული