დაიწყო პროექტი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიზნით

Read Time:55 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ ,,The Global Resilience Fund for Girls and Young Women’’-ის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია: კონფლიქტურ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა COVID 19 პანდემიის პირობებში.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სოფლებიდან, 15-მდე თანატოლ-განმანათლებელი გოგონა შეირჩევა, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში. ამავდროულად, ხელს შეუწყობენ პროექტში სხვა გოგონათა ჩართულობასაც სამიზნე რეგიონებიდან.

პროექტის ფარგლებში, ,,ჰელფინგ ჰენდი’’ ორგანიზებას გაუწევს შემდეგ აქტივობებს:

  1. გოგონებისათვის გადაუდებელი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა ფსიქოლოგების ჩართულობით;
  2. თანატოლ-განმანათლებელთა ტრენინგები;
  3. თანატოლ-განმანათლებლების ჩართულობით გოგონების საჭიროებების გამოვლენა და რესურსების მობილიზება;
  4. ვებინარების ორგანიზება პროექტის მონაწილეთათვის აქტუალურ საკითხებზე;

პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 25 იანვრის ჩათვლით:

 

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში თუ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონები, უამრავი პრობლემების წინაშე არიან, პანდემიის პირობებში, ამ პრობლემებს დაემატა მძიმე ფსიქო-სოციალური ფონი,  სტრესი, აგრესია, შიში და სხვა პრობლემებიც. პროექტის მთავარი მიზანია, არსებული ვითარების შემსუბუქება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ცალკეულ პრობლემათა გადაჭრა.

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები შესრულდება დისტანციურად და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, დაცული იქნება ანონიმურობა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდიდან: https://www.facebook.com/helpinghendi

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილზეა
Next post თეა წულუკიანი: ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ მალე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღონ