თეა წულუკიანი: ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ მალე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღონ

Read Time:54 Second

ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ოპოზიციური სპექტრი, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და შემოვიდა პარლამენტში და, მაგალითად, მათი წარმომადგენელი გელათთან დაკავშირებით დღევანდელ უმნიშვნელოვანეს სხდომას ესწრებოდა და კითხვებსაც სვამდა, თუ არ ჩავთვლით გარეთ მყოფი ზოგიერთი გადეპუტატებული, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია პარლამენტში შემოსვლა, ზოგიერთ მათგანს, მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს ქუთაისში.

სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. სხდომას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაიწყო პროექტი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიზნით
Next post ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში წონის ლიდერია