თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილზეა

Read Time:36 Second

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10-11 ადგილზეა. ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

„ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე. შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად). ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
Next post დაიწყო პროექტი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიზნით