დავით ქართველიშვილი: მიშას რომ გამოსვლოდა თავისი გეგმა, ეს ერთობლივად ჩაფიქრებული სცენარი გამოუვიდოდა კრემლსაც, რაც ვერ მივართვით

Read Time:51 Second

მე მგონი ბოლო ილუზიები გაიფანტა იმასთან დაკავშირებით – რატომ და ვის მიერ იქნა შემოგდებული ტრაილერით საქართველოში სააკაშვილი სწორედ იმ დროს, როდესაც მრავალ ლოკაციაზე ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო პოლიტიკური ვითარება: ყაზახეთი იქნებოდა ეს, უკრაინა თუ საქართველო – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

„სააკაშვილის ჩამოსვლა მთლიანად ჯდება კრემლის ტაქტიკურ გეგმაში და არანაირ „დამთხვევას“ აქ ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე საქართველოს აწ უკვე წარსულ შეცდომებზე გამოცდილმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ – სააკაშვილისა და კრემლის ერთობლივი გეგმების ხორცშესხმას საშუალება არ მისცა. ვერ აირია ქვეყანა, ვერ გადაიქცა ბარიკადების ველად, ვერ დადგა მოქმედი ხელისუფლება გადატრიალების საფრთხის წინ. პარალელურად – უკრაინაშიც მზადდებოდა არსებული პოლიტიკური ვითარების „მაიდანიზაცია”, რომელსაც ამზადებდა ადგილზე დარჩენილი სააკაშვილის საძმაკაცო: რაზუმკოვი, გორდონი, ბოგდანი და ა.შ.

ეს არის სუფთა წყლის კრემლის სცენარი, ყველა დარწმუნდება ამაში, თუკი გადაავლებს თვალს რა მოხდა წინა თვეების განმავლობაში საქართველოშიც და უკრაინაშიც, და მიშას რომ გამოსვლოდა თავისი გეგმა – ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ერთობლივად ჩაფიქრებული სცენარი გამოუვიდოდა კრემლსაც, რაც ვერ მივართვით და ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას – „ნაცმოძრაობამ“ იმედი იქონიოს, ის ცალსახად ანტიკრემლისტური შინაარსის იქნება, ოღონდ არა პროვოკაციური ხასიათის…“,- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე გადაწყვეტილებას გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს
Next post გია აბაშიძე: ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას