დავით ფაცაცია: სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული

Read Time:28 Second

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, გარანტირებული იქნება. ამის შესახებ დავით ფაცაციამ განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის თქმით, სოციალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზის ძიება დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრების დევნილებისთვის გამოსავალი დროებით ქირით გასვლაა.

„მანიპულაცია იმით, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ [ქირის გადახდა] არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა“, – აცხადებს ფაცაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი: ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საშინელი დევნა განიცადეს
Next post გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება