გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება

Read Time:36 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება, ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ შესაძლოა, წინ წამოიწიონ ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას, ამას ვერ ვხედავ, რადგან მათ ცალკეულ ლიდერებს ამის სურვილი და იდეები რომც ჰქონდეთ, გაუწბილდებათ მაშინვე, როგორიც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ფაცაცია: სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული
Next post 17 იანვარს 2022 წლის პირველი სავსე მთვარე იყო. ფოტოგრაფებმა ეს ასტრონომიული მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდეს. იანვრის სავსე მთვარეს „მგლის მთვარეს“ ეძახიან.