დავით უსუფაშვილი – სრულიად აშკარაა, რომ ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია

Read Time:1 Minute, 0 Second

სრულიად აშკარაა, რომ აქ მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მოძრაობა „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, წლების შემდეგ „ქართუ ბანკის“ საქმის ახლა განხილვა ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკური გეგმის ნაწილია.

„რა ისეთი სირთულის საქმე იყო ეს , რომ ამ 7 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა მისი გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღება? თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რაც ხდება კონკრეტულად მელიას გარშემო და ხელისუფლების პოლიტიკის თაობაზე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი რბილად, რომ ვთქვათ ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, რომ ესაა პოლიტიკური გეგმის ნაწილად განხორციელებული მართლმსაჯულება. 20 ივნისის მოვლენების შემდგომი პერიოდი, ის დაუსრულებელი გამოძიება და გაურკვეველი ვითარება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიკა მელიასთვის პარლამენტში იმუნიტეტის მოხსნის მცდელობისას, მივუთითებდი ბევრ დარღვევაზე ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლის და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი – „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ
Next post ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა