დავით უსუფაშვილი: „ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება

Read Time:42 Second

„ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალირტანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„სიტუაცია მყიფეა. ოპოზიციას დღესაც ჰქონდა გათვლა , რომ დღეს უკვე არ იქნებოდა პარლამენტის 50 წევრი. მართლაც, დღეს წესით და რიგით არ უნდა ყოფილიყო, ყველამ იცოდა რომ სამშაბათს უნდა ყოფილიყო განხილვა. მაგრამ „ოცნების“ გასაკვირად ისეთი სიტუაცია შეიქმნა უცებ, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი შეუძლებელია სხვა რამე იყოს. დიდი დატვირთვა შეიძინა ამ თემამ.

„ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება, ხოლო ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოთ, რომ პარლამენტში მუდმივად 50 დეპუტატი ვიყოთ. რეჟისორია საჭირო, ვინც ამაზე, რამე სცენარს დადგამს, თუ როგორ ხდება ხელისუფლების თვითლიკვიდაცია, უმრავლესობის გადადგომა, უმრავლესობის მიერ საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა.

როდესაც უმრავლესობა უარს ამბობს ხელისუფლებობაზე, როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ მე გადაწყვეტილებებს არ მივიღებ და არც თქვენ მიგაღებინებთ – მაშინ რისთვის გვჭირდება? პროპაგანდისტად და მოლაპარაკედ? მაშინ, რა გინდა პარლამენტში, ქუჩაში ილაპარაკე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მანანა კობახიძე კელი დეგნანთან შეხვედრაზე: დავსვი კითხვა, შეიძლება კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გამოცხადდეს, რომ მოსამართლე არის კრიმინალი? ყოველგვარი კონკრეტიკისგან მან თავი შეიკავა
Next post გოგა ხაინდრავა: კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში აბსოლუტური ფიასკოა