მანანა კობახიძე კელი დეგნანთან შეხვედრაზე: დავსვი კითხვა, შეიძლება კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გამოცხადდეს, რომ მოსამართლე არის კრიმინალი? ყოველგვარი კონკრეტიკისგან მან თავი შეიკავა

Read Time:36 Second

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა კობახიძემ, „ქრონიკის“ სატელეფონო ჩართვაში კელი დეგნანის საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩემი მხრიდან დასმული იყო კითხვა, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენად არის დაცული მოსამართლე, მისი პატივი და ღირსება. როდესაც შეიძლება შეტევა განხორციელდეს მოსამართლეზე, შეიძლება კონკრეტული ფაქტებისა და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე გამოცხადდეს, რომ მოსამართლე არის კრიმინალი ან დამნაშავე და ეს შეიძლება მიჩნეული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ სად გადის ზღვარი?! ზოგადი, გარკვეული პასუხები იყო, ყოველგვარი კონკრეტიკისგან რა თქმა უნდა მანაც თავი შეიკავა და ჩვენი მხრიდანაც კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ კელი დეგნანის საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: „ქართულმა ოცნებამ“ „ჩაიხვია“
Next post დავით უსუფაშვილი: „ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება