გოგა ხაინდრავა: კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში აბსოლუტური ფიასკოა

Read Time:28 Second

აბსოლუტურად წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს – ასეთი მიკერძოება მე არც ვიცი რამდენად ჯდება მის პროფესიაში, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კელი დგენანის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში აბსოლუტური ფიასკოა. მან ხელი შეუწყო ყველაზე მძიმე ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის, რაც პირველ რიგში, დამაზიანებელია აშშ-სთვის, რადგან საქართველო ერთადერთი მეგობარი ქვეყანაა რეგიონში“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა: „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ. ვიზის აკრძალვამდე ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა და შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი: „ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება
Next post ნანა კაკაბაძე: დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისგან კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს – სად არის ჩვენი ამერიკა?