დავით სონღულაშვილი: საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად, ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის

Read Time:24 Second

პანდემიის შემდგომ, ფაქტობრივად ესაა ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურიზმს მასპინძლობს, – ამის შესახებ, „ქრონიკას“ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენის მასპინძელია. ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად. ეს სექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრო, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი ავტობუსების შესყიდვის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: კონკრეტული არხებისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკაა, რომ სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, რაღაც შავი ჩააწვეთონ
Next post იაგო ხვიჩია: ამ ეტაპზე „გირჩი“ მერობის საკუთარ კანდიდატზე არ ფიქრობს