იაგო ხვიჩია: ამ ეტაპზე „გირჩი“ მერობის საკუთარ კანდიდატზე არ ფიქრობს

Read Time:36 Second

თბილისის მერობის კანდიდატსა და მის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ ადრეა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „გირჩი“ მერობის საკუთარ კანდიდატზე არ ფიქრობს.

„ჯერ ძალიან ადრეა ვიღაცის მხარდაჭერა ან არამხარდაჭერა. შემოდგომამდე დიდი დროა. ფიზიკურად არც ვიცით, როგორი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა ამ პერიოდისთვის. შესაბამისად, ახლა ლაპარაკი, რომ ნამდვილად ვიღაცას დავუჭერთ მხარს, ნამდვილად გვეყოლება ან არ გვეყოლება კანდიდატი, ცოტა ნაჩქარევია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მერობის კანდიდატზე ამ წუთას არ ვფიქრობთ, ზოგადად, ჩვენი პოზიცია სულ ასეთი იყო, ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ „გირჩს“. „გირჩის“ მიღმა ვის აირჩევენ, თუნდაც მეორე ტურზე, ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ ამაში. არასოდეს მოგვიწოდებია, რომ „გირჩის“ კანდიდატების გარდა, ადამიანებს ვინმე სხვისთვის დაეჭირათ მხარი. ალბათ ამ წეს-ჩვეულებას არც ახლა დავარღვევთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სონღულაშვილი: საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად, ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის
Next post გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებზე კონსულტაციები მალე დაიწყება