დავით სერგეენკო: მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული

Read Time:36 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ახალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდეს.

მისივე თქმით, გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.

„გამიჭირდება დასაბუთება, რამდენად გააუმჯობესებს გამოსავალს გიორგი გახარიას ეს გადაწყვეტილება. მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული, რადგან ხვალვე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გაგრძელდეს შეუფერხებლად და სამართალი აღსრულდეს. გამიჭირდება, სრულყოფილად შევაფასო მისი ნაბიჯი, ეს მოულოდნელი იყო, გულახდილად, დღეს გავიგე. ვიცოდი, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი მასშტაბით დიდია, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს უფრო დრამატულია, ვიდრე პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ა.შ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ამ ნაბიჯის მნიშვნელობისა, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა არ შეფერხდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში გონივრულ ვადებში მოხდება
Next post მიხეილ ყაველაშვილი: ვფიქრობ, გიორგი გახარიას ამ პროცესში არ უნდა მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია