მიხეილ ყაველაშვილი: ვფიქრობ, გიორგი გახარიას ამ პროცესში არ უნდა მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია

Read Time:1 Minute, 18 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თავად გიორგი გახარიამ კარგად ახსნა, თუ რა მიზეზით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ყაველაშვილის აზრით, ამ პროცესში გახარიას თანამდებობა არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან იყო ამასთან დაკავშირებით განხილვა. მგონი, მან თავად კარგად გადმოსცა მიზეზი, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. ისეთ კატაკლიზმებში გვიწევს მუშაობა, ეს ეპოქა გამოირჩვა გამოწვევებით და ადამიანურად მესმის, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ყველაფერი გადალახონ, შინაგან განწყობაზე მაქვს საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აფასებენ. ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მე არ მოვუწონებდი ამ გადაწყვეტილებას, ამ პროცესში არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია.

„ახლა მოკლე დროში უნდა მოვახერხოთ მობილიზება, ახალი პრემიერის წარდგენა და მთავრობის ჩამოყალიბება. დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ისევ იმ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რაზეც დგას სახელმწიფო, ეს არის კანონი და სამართალი, თუ ამას უგულებელყოფ, სხვა დანარჩენს აზრი ეკარგება. ნაკლებად მჯერა ამ ადამიანის, მაგრამ იქნებ მაინც გაიღვიძოს და სხვანაირად შეხედოს ქმედებებს, ნიკა მელიას ვგულისხმობ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განმარტებით, გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენს.

„ეს ყველაფერი იყო მოგონილი და შეთითხნილი თემა, გავრილოვი არაფერს წარმოადგენს არც რუსეთის ხელისუფლებაში, მით უმეტეს, არც ჩვენთვის. ეს იყო მოტივი, რომ გამოეყენებინათ ხელისუფლებაზე იერიშის მისატანად, რაღაც ნაწილში გამოუვიდათ, 20 ივნისს აიყოლიეს ახალგაზრდობა. შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ეს არ იყო სიმართლე. ჩვენმა პროცესებმა დაანახა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებს, სწორ გზას ადგას, მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთთან. სალომე სამადაშვილმა აღიარა, რომ განახლება მოხდა და დასავლეთი მხარს გვიჭერს, თავის გუნდს აკრიტიკებდა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მართული ოპოზიციური სპექტრი და აქვთ ერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული
Next post „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა