არჩილ თალაკვაძე: პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში გონივრულ ვადებში მოხდება

Read Time:34 Second

„პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში გონივრულ ვადებში მოხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, მან განმარტა მიზეზები და ჩვენ როგორც პარლამენტი, ვალდებული ვართ ავუხსნათ საზოგადოებას, რა სამართლებრივი მოცემულობა დგება ასეთ შემთხვევაში.

გადადგომის მომენტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტმა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს. 9 დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პრემიერობის კანდიდატი წარადგინოს და მთავრობის შემადგენლობაც ამ პროცედურაში უნდა დასახელდეს. შემდეგ უკვე დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირემა და ნდობა გამოუცხადოს. შესაბამისად, ვიწყებთ კონსულტაციებს გუნდში და ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: პირადად ჩემთვის გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო
Next post დავით სერგეენკო: მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული