დავით მათიკაშვილი: ყოველგვარი ბრალდება ლონდა თოლორაიასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ

Read Time:39 Second

სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილი „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნული სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეხება წარმოადგენს ინსტიტუციური გაჯანსაღების მიზნით დაგეგმილ ცვლილებას და დაგეგმილი რეფორმა ამ სამსახურის ორ ინსტიტუტად გაყოფას ითვალისწინებს.

„სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ, რადგან არანაირი მსგავსი რამ არ ხდება. მეტიც, გეტყვით, რომ საგამოძიებო ფუნქციას ბევრი მუხლი ემატება, რომელიც ამ სამსახურის ფუნქციებს ზრდის და იქ დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ექნება გარანტიები, როდესაც ახალი სამსახურის შემადგენლობის შესაბამისი ფორმირება მოხდება, პრიორიტეტი მათ მიეცეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტაქსისა და ავტომობილში, რომლითაც მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა, თამბაქოს მოწევა აიკრძალა
Next post შალვა პაპუაშვილი – უპირველეს ყოვლისა, ვარ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე, რაც გულისხმობს კონსტიტუციის, რეგლამენტის ერთგულებას და სამართლიანობას ყველა წევრის მიმართ