შალვა პაპუაშვილი – უპირველეს ყოვლისა, ვარ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე, რაც გულისხმობს კონსტიტუციის, რეგლამენტის ერთგულებას და სამართლიანობას ყველა წევრის მიმართ

Read Time:1 Minute, 29 Second

გუნდის ნდობას ავანსად ვიღებ, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ვარ გუნდში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ავანსად ვიღებ გუნდის ნდობას და ვცდილობ, ჩემი საქმიანობით ნდობა, რომელიც გამომიცხადა ჩვენმა გუნდმა, პარლამენტმა და საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ჩემი შრომით და საქმიანობით გავამყარო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო, რაც შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამაც გაიზიარა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირდებოდა კახა კუჭავას თანამდებობიდან გადადგომა, რადგან მისი ცვლილება არჩევიდან ძალიან მალე, რვა თვეში მოხდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კახა კუჭავას საქმიანობა ყველას და მათ შორის, ოპოზიციის მხრიდანაც დადებითად შეფასდა, რაც პოლიტიკური კულტურის კარგი მაგალითია.

„გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახას საქმიანობას ოპოზიციაც ისევე დადებითად აფასებდა, როგორც უმრავლესობა და მნიშვნელოვანია, ეს კულტურა დამკვიდრდეს. კახას რთულ დროში მოუწია თავმჯდომარეობა. ეს იყო ბოიკოტის დასრულების გარდამავალი პერიოდი და მან შეძლო მთავარი, მოეხდინა საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტშია, საზოგადოება ხედავს, რომ სხვა პარტიებთან არის შესაძლებელი თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა სწორედ კახამ გახადა შესაძლებელი, მათ შორის, მისი თავმჯდომარეობით და იმ საქმიანობით, რომელიც მან გასწია. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები და მათ შორის, დაგვპირდა, რომ ამაზე უფრო მეტს ისაუბრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ის ყველას თავმჯდომარე და იქნება თუ არა მისი კარი ღია ყველა ოპოზიციური ძალისთვის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, არის პარლამენტის თავმჯდომარე, არა ვინმესი, ყველას, ან ნაწილის, არამედ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის თავმჯდომარე, რაც თავის თავში გულისხმობს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის ერთგულებას და სამართლიანობას პარლამენტის ყველა წევრის მიმართ.

„ეს არის მთავარი ამოცანა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი უფლებამოსილება ამ სამართლიანი მიდგომის ფარგლებში უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ოპოზიციასთან, თუ ოპონენტებთან რთულ და დაძაბულ პირობებში ურთიერთობას, ვფიქრობ, საკუთარ აღჭურვილობაში ეს უნარი ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, რომ ჰქონდეს პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი: ყოველგვარი ბრალდება ლონდა თოლორაიასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა