ტაქსისა და ავტომობილში, რომლითაც მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა, თამბაქოს მოწევა აიკრძალა

Read Time:25 Second

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.

კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეიწყალეთ სააკაშვილი, ჩამორეცხეთ ქვეყნის ისტორიას ეს ლაქა – ელისო კილაძის მიმართვა ზურაბიშვილს
Next post დავით მათიკაშვილი: ყოველგვარი ბრალდება ლონდა თოლორაიასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ