დავით კაჭარავა ფონდ „ქართუსგან“ რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემაზე: უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში

Read Time:39 Second

რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან“ 14 სარაგბო ბაზა გადაეცა. ,,შევარდენის“ ბაზაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავამ.

დავით კაჭარავა ფონდ ,,ქართუსგან” რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

„უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში! მადლობა!“- წერს დავით კაჭარავა.

ცნობისთვის, სარაგბო სტადიონები და ბაზები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. თუმცა პროექტის ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან” გადაეცა გორში ორი ახალი მოედანი, ქუთაისში – ოთხი, ბათუმში – ორი, ფოთში – ორი, ასპინძაში – ერთი, თელავში – ორი, რუსთავში – ორი, მარტყოფში – ორი, თბილისში კი – რვა მოედანი.

ეს მოედნები საშუალოდ 500-იდან 3 000-მდე მაყურებელს დაიტევს და ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა წითლიძე: მიშამ როდესაც წააგო არჩევნები ხელისუფლება გადააბარა, ხოლო „ოცნება“ არ არის ის ხელისუფლება რომელიც წააგებს და დათმობს
Next post კობახიძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს