კობახიძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს

Read Time:55 Second

იმ ფონზე, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რა თქმა უნდა, პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას ჰქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში იქნება მიღებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან წარმატებული იყო. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ღარიბაშვილისა და მიშელის ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე, კობახიძემ სპეკულაცია და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უწოდა.

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. სპეკულაციებს რაც შეეხება, არავითარი ბრიფინგი დაანონსებული არ იყო. ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი და შემდეგ გამოაცხადეს ამ ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე – ასეთი სპეკულაციები სჩვევია ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. მათ სხვა ინსტრუმენტები არც აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოონ კამპანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კაჭარავა ფონდ „ქართუსგან“ რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემაზე: უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში
Next post ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების დაკნინებას ცდილობ