დავით ზალკალიანი: რაც ახასიათებდა ჩვენს არჩევნებს, ისეთი ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ცხოვრების უფრო დიდი ისტორია აქვთ

Read Time:28 Second

მქონდა შეხვედრა ეუთო/ოდირის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან და მან ძალიან გულწრფელად და პირდაპირ თქვა, რომ ის ხარვეზები, რაც ახასიათებდა ჩვენს არჩევნებს, ისეთი ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ცხოვრების უფრო დიდი ისტორია აქვთ და ამაში გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ტარდებოდა არჩევნები 2012 წლამდე და თუნდაც 2012 წლის არჩევნები.

„ამ ხარვეზებს ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და უნდა აღინიშნოს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებიდან დღევანდელ არჩევნებამდე ის რეკომანდაციები, რაც ეუთო/ოდირმა გვთხოვა გაგვეთვალისწინებინა, სრულად ასახულია საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც პარლამენტმა მიიღო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მეორე ტურს მოვიგებთ
Next post ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ ქვარაია: საინტერესოა, როგორი იქნებოდა სააკაშვილის ემოცია იმ ციხეში, სადაც ათასობით ადამიანი გამოატარა დახშულ და უჰაერო საკნებში